ბრიუსელში ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომაზე
მხარეებმა ყველა საკითხი განიხილეს, მათ შორის ის თემები, რომელზეც ვერ
თანხმდებიან.
როგორც სხდომის დასრულების შემდეგ, ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის
გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა, ნატო საქართველოს
ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უცვლელად უჭერს, თუმცა,
მისივე თქმით, ყველასათვის კარგადაა ცნობილი, რომ რუსეთთან ყველა საკითხზე
შეთანხმება ვერ ხერხდება.
„რუსეთი და ჩვენ ყველა საკითხზე ვერ ვთანახმდებით, მაგრამ აშკარაა
ისიც, რომ ჩვენ პასუხისმგებლობით ვართ გამსჭვალული და მზად ვართ ნებისმიერ დროს
განვაგრძოთ ყველა საკითხის განხილვა, რადგან ნატო-რუსეთის საბჭო სწორედ
ამისთვის არსებობს და მას შეუზღუდავი პონტენციალი აქვს“,- განაცხადა რასმუსენმა.
Internet.ge