ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის სამხედრო
გეგმები გააკრიტიკა.
საუბარია სამხედრო სწავლება „კავკაზ 2012“-ზე, რომლის
ჩატარებასაც მოსკოვი უპრეცენდენტო მასშტაბებით გეგმავს. ლიტვის საგარეო საქმეტა
მინისტრის თქმით, ეს წრთვნა რეგიონში სტაბილურობას ხელს არ შეუწყობს. ამის შესახებ
აუდრონიუს აჟუბალისმა ბრიუსელში გააკეთა განცხადება, ნატო-რუსეთის საბჭოს
ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრისას. რუს კოლეგასთან სერგეი ლავროვთან
საუბრისას, მან ასევე განაცხადა, რომ ლიტვა შეშფოთებულია მის სიახლოვეს - კალინინგრადში
რუსეთის მზარდი სამხედრო პოტენციალის გამოც.
„რუსეთისა და ნატო-ს შორის თანამშრომლობის
ერთობლივი პროექტები დადებითად მოქმედებს ურთიერთობების განვითარებაზე, თუმცა
რჩება საკითხები, რომლებშიც რუსეთის
უფრო მეტად მოანწილეობა და გამჭვირვალეობაა საჭირო“ - განაცხადა აჟუბალისმა და
განმარტა, რომ ასეთი საკითხებია სწორედ სამხედრო წრთვნა „კავკაზ 2012“ და რუსეთის
სამხედრო პოტენციალის ზრდა კალინინგრადში.
Internet.ge