გაბაშვილი „მირთან“ თანამშრომლობის გაწყვეტას დსთ–დან საქართველოს გამოსვლას უკავშირებს
მმართველი
გუნდის წევრი, დეპუტატი გოკა გაბაშვილი, „მირთან“ თანამშრომლობის
გაწყვეტას, დსთ–დან საქართველოს გამოსვლას უკავშირებს.
როგორც
ჟურნალისტებს გაბაშვილმა განუცხადა, მან ტელერადიოკომპანია „მირის“ ხელშეკრულების დეტალების შესახებ არ იცის, მაგრამ „მირთან“ საქართველოს
თანამშრომლობა მანამდე გრძელდებოდა, სანამ საქართველო დსთ–ს წევრი იყო.
მისი თქმით,
სავარაუდოდ, ეს ხელშეკრულება ერთ–ერთი ისეთი ხელშეკრულებაა, რომელიც საქართველოს არანაირ
სარგებელს არ აძლევს და ის ფორმალურად ჯერ
კიდევ არსებობდა.
შეგახსენებთ,
რომ საქართველო
ტელერადიოკომპანია „მირთან“ დაკავშირებული შეთანხმებიდან გამოვიდა. ამასთან
დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტმა ბრძანებულება გამოსცა,
რომლის თანახმად, უნდა შეწყდეს – საქართველოს მიმართ 1993 წლის
24 დეკემბერს ქ. აშხაბადში ხელმოწერილი „სახელმწიფოთაშორისი ტელერადიოკომპანია „მირის“
საქმიანობის შეუფერხებელი და დამოუკიდებელი განხორციელების საერთაშორისო-სამართლებრივი
გარანტიების შესახებ“ შეთანხმების მოქმედება.
internet.ge