„მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ამდენი ფული, ბოლო 30 წლის მანძილზე,
ქვეყნის "გაშავებაზე" არ დახარჯულა. ასობით მილიონი დოლარი ყოველ
წელიწადს, რომ საქართველო დანარჩენ მსოფლიოს შეაძულონ, მაგრამ ჩვენ რეგიონში მაინც
ყველაზე პოპულარულები ვართ, რადგან ეს ხალხი ჩამოდის ჩვენთან და საკუთარი თვალით ხედავს
ჩვენ წინსვლას. საკუთარი თვალით ნანახი სჯობს გაზპრომის ფულით მოსყიდულ ხუთასს სტატიას“,
- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა და აქვე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის
განცხადებასაც გამოეხმაურა.
„რამდენიც უნდა იძახოს რუსეთის გაქსუებულმა მაღალჩინოსანმა
საქართველოში არ ჩახვიდეთო, ჩვენი სასტუმროები რუსი ტურისტებით გაივსო. რამდენი
ახალს იტყვიან მით მეტი ჩამოვა. ჩვენთვის რუსი ტურისტები ძალიან მნიშვნელოვანია,
რუსი, რომელიც აქ ჩამოვა, თუ ბოლომდე არ აქვს ტვინი გადაბრუნებული, მიქვს სიმართლე
საქართველოზე. მერე ძალიან უჭირთ ისტორიის გაყინვა, რომ თურმე ისევ საჭიროა რუსეთის
შემოჭრა, იმისთვის, რომ აქ კაციჭამიები ცხოვრობენ და პირიდან გამოაცალონ ბავშვები.
ამას არავინ დაიჯერებს, ჩვენ კეთილდღეობას ბევრი თვითმხილველი ეყოლება. ტურიზმი
არა მარტო დასაქმების, არამედ ქვეყნის უსაფრთხოებისთვისაა მნიშვნელოვანი“,-
განაცხადა სააკაშვილმა.
მისივე თქმით, შარშან ტურისტების მაჩვენებელი 3 000 000 იყო.
„ჩემი პრეზიდენტობის პირველ წელს საქართველოში 1 20 ათასი ტურისტი
შემოდიოდა, შარშან 3 მლნ იყო, წელს ოთხი
და თამამად გეტყვით, რომ მომავალ წელს მათი რიცხვი 5 მილიონამდე გაიზრდება“,-
განმარტა ქვეყნის პირველმა პირმა.
internet.ge