საფრანგეთში დღეს „სიჩუმის
დღეა“ გამოცხადებული. ათმა საპრეზიდენტო კანდიდატმა საარჩევნო კამპანიის ბოლო დღე ჩაატარა და ხვალინდელი დღისთვის ემზადება.
ფრანგების ვარაუდით, ნიკოლა სარკოზი ამ არჩევნებში დამარცხდება - იუწყება რადიოსადგური „ამერიკის ხმა“, რომლის ცნობითაც წინასწარმა გამოკითხვებმა აჩვენეს, რომ სარკოზის ყველაზე ძლიერ მეტოქედ სოციალისტი ფრანსუა ოლანდი ევლინება. თუ ნიკოლა სარკოზი ამ არჩევნებში დამარცხდა, ეს პირველი შემთხვევა იქნება საფრანგეთის ისტორიაში, როდესაც მოსახლეობამ პრეზიდენტი მხოლოდ ერთი ვადით აირჩია.
პარასკევს პრეზიდენტმა სარკოზიმ საჯაროდ მოიხადა ბოდიში ყველა იმ შეცდომისთვის, რაც ხუთი წლის განმავლობაში დაუშვა. მან ასევე დასძინა, რომ მსგავს შეცდომებს აღარ გაიმეორებს, რადგან ახლა თავისი საქმე უკვე კარგად იცის.
თუ არჩევნებში ოლანდი გაიმარჯვებს, იგი ბოლო 20 წლის განმავლობაში საფრანგეთის პირველი სოციალისტი პრეზიდენტი იქნება.
Internet.ge