საგამოფენო
ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“, სადაც ბიძინა
ივანიშვილის პარტიის დაფუძნება უნდა მოხდეს, კოალიციის წევრი და პარტია „ჩვენი
საქართველო თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია მივიდა.
ალასანიამ ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ბიძინა
ივანიშვილი, როგორც კოალიციის თავმჯდომარე დღევანდელ ყრილობაზე, მნიშვნელოვან ინფორმაციას
გაახმოვანებს.
ირაკლი ალასანიამ „ინტერნეტ.ჯი“-ს შეკითხვაზე, თუ რა სტატუსით იქნება
ივანიშილი პარტიაში, განაცხადა, რომ ბიზნესმენი ზოგადად კოალიციის
ხელმძღვანელია და შეკითხვა უპასუხოდ დატოვა.
„ინტერნეტ.ჯი“-ს ინფორმაციით ბიძინა ივანიშვილი ცოტა ხანში უკვე
საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“
მივა, სადაც პარტიის სადამფუძნებლო ყრილობა დაიწყება.
Internet.ge