საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ
სააკაშვილის განცხადებით, საქართველო ლოჯისტიკის და ინფრასტუქტურის
თვალსაზრისით რეგიონის მასშტაბით ცენტრი ხდება.
როგორც მიხეილ სააკაშვილმა, ექსპერტიზის ბიუროს ახალი სამშენებლო მექანიკის და საინჟინრო ექსპერტიზის განყოფილების გახსნისას განაცხადა, მშენებლობის კუთხით მომავალ წელს 10 %-იანი ზრდა
იქნება.
„არც
ერთ ეპოქაში საქართველოში არ აშენებულა იმდენი შნობა-ნაგებობა, რამდენიც შენდება ახლა. ჩვენთან
ყველაფერი შენდება, ვაშენებთ ახალ ქალაქს, მომავალი წლიდან 10%-იანი ზრდა გვექნება. ახალი მშენებლობებით, საქართველო ხდება ცენტრი რეგიონის ბიზნესის, ლოჯისტიკის და ინფრასტუქტურის
თვალსაზრისით.
ეს ნიშნავს ახალ ქალაქებს, ნიშნავს ახალ ინფრასტრუქტურას და ახალ
გზებს. მარტო იმდენი ჰესი გვაქვს ასაშენებელი, რომ არ ვიცი ეს რამდენიმესართულიანი შენობა ამას როგორ უნდა გაუმკლავდეს,- განაცხადა ქვეყნის პირველმა პირმა და აქვე
დასძინა რომ 90- იან წლებში ქვების გაბნევის პერიოდი იდგა.
„ადრე ქვების გაბნევის პერიოდი იყო, ახლა
დგება ჟამი შენების“,- განმარტა სააკაშვილმა.
Internet.ge