„ქართული ოცნება-დემოკრატიულმა საქართველომ“ პარტიის
დეკლარაცია 1109 ხმით მიიღო.
საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება-დეოკრატიული საქართველოს“ სადამფუძვნებლო ყრილობაზე დამსწრე საზოგადოებას, პარტიის დეკლარაცია
ბიძინა ივანიშვილმა წარუდგინა, სადაც პარტიის გეგმებსა და ხედვებზე იყო საუბარი.
როგორც დეკლარაციის მიღების შემდეგ,
პარტიის თავმჯდომარემ, მანანა კობახიძემ განაცხადა, ამ დეკლარაციის ასრულებას,
ივანიშვილის გუნდი ერთად, ოქტომბრის არჩევნების შემდეგ შეძლებს.
შეგახსენებთ, რომ ბიძინა
ივანიშვილის გადაწყვეტილებით, პარტიის თავმჯდომარე, მანანა კობახიძე გახდა, ხოლო
პოლიტ საბჭოს წევრები - თამაზ აბდალიანი,
რევაზ კიღურაძე, გუგული მაღრაძე, ირაკლი სესიაშვილი, გურამ ოდიშარია, გურამ
აზმაიფარაშვილი, სოზარ სუბარი ელისო ჩაფიძე, ნოდარ ხადური და თედო ჯაფარიძე.
ყრილობა
ამ წუთებში დასრულდა.
Internet.ge