საპარლამენტო
უმრავლესობის წევრის, კობა ხაბაზის შეფასებით, საქართველოში „რუსულ ოცნებებს“ ახდენა
არ უწერია.
როგორც ბიძინა
ივანიშვილის პარტიის - „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ დაფუძნებასთან
დაკავშირებით, „ინტერნეტ.ჯი“-ს მმართველი გუნდის წევრმა განუცხადა, „ნაციონალური
მოძრაობის“ კონკურენტი ძალა ივანიშვილის გუნდი ვერ იქნება.
მისი თქმით, პარტია - „ქართული
ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ იმ ოპოზიციური პარტიების კონკურენტი იქნება, რომელთაც
ივანიშვილის პოლიტიკურ არენაზე გამოჩენის შემდეგ, 4-5 პროცენტიანი რეიტინგი დაკარგეს.
„ჩვენი რეინტინგი
სტაბილურად მყარია, რადგან ქართველი მოსახლეობა იმ განვითარებას აფასებს, რომელიც
ქვეყნაში მიმდინარეობს“, - დასძინა მან.
შეგახსენებთ, რომ საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება-დეოკრატიული საქართველოს“ სადამფუძვნებლო ყრილობა გაიმართა, სადაც პარტიის დეკლარაცია მიიღეს, პარტიის თავმჯდომარე, მანანა კობახიძე
გამოცხადდა და პოლიტსაბჭოს წევრებად -
თამაზ აბდალიანი, რევაზ კიღურაძე, გუგული მაღრაძე, ირაკლი სესიაშვილი,
გურამ ოდიშარია, გურამ აზმაიფარაშვილი, სოზარ სუბარი ელისო ჩაფიძე, ნოდარ ხადური
და თედო ჯაფარიძე დასახელდნენ.
Internet.ge