საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი,
ამ წუთებში ამერიკელ ბიზნესმენს ცნობილი სამშენებლო კომპანიის პრეზიდენტს
დონალდ
ტრამპს ხვდება.
შეხვედრა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში
იმართება.
იქამდე კი, ბიზნესმენი თბილისის მერ გიგი
უგულავას შეხვდა, რის შემდეგაც ძველი თბილისის ღირშესანიშნაობები დაათვალიერა.
ხვალ,
დონალდ
ტრამპი ბათუმს ეწვევა. იგეგმება ბიზნესმენის პრესკონფერენცია,
რომელიც
11:00 საათზეა
დანიშნული.
ასევე, ცნობილი სამშენებლო კომპანიის პრეზიდენტი
"ტრამპ
თაუერის"
მშენებლობის
პროექტის პრეზენტაციასაც დაესწრება.
დონალდ
ტრამპი დღეს,
საქართველოში
თანაშემწესთან
ერთად ჩამოვიდა.
ბიზნემსმენის
ინვესტიციით,
თბილისსა და ბათუმში საცხოვრებელი კომპლექსი და სასტუმრო უნდა აშენდეს.
Internet.ge