აზერბაიჯანი მეწამორის ატომური სადგურის მუშაობის შეჩერებას ითხოვს
11:08 23.04.2012
|
დღის სიახლეები
|
აზერბაიჯანმა საერთაშორისო საზოგადოებას თავისი შეშფოთება გაუზიარა გაძლიერებულ ბირთვულ საშიშროებასა და რისკებთან დაკავშირებით.
„დამოუკიდებლობის პირველივე დღეებიდან, ქვეყანა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ბირთვული უსაფრთხოების უზრუნველყოფას“, - განაცხადა აზერბაიჯანის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში, ელჩმა აგდიშ მეჰდიევმა უსაფრთხოების საბჭოში ბირთვული უსაფრთხოების საკითხების შესახებ გამართულ ბრიფინგზე.
ბრიფინგი, მიზნად ისახავს გაეროს წევრ სახელმწიფოებს ბირთვული მასალებისადმი ტერორისტების ხელმისაწვდომობის აღმოფხვრისა და ტექნიკური დახმარების შესახებ უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესაბამისი ეფექტური ღონისძიებების ჩატარების ვალდებულებები შეახსენოს.
აზერბაიჯანის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ გეოგრაფიული მდებარეობის გათვალისწინებით, ბაქო სერიოზულ ყურადღებას უთმობს თავის ტერიტორიაზე ბირთვული მასალების უკანონო გადაზიდვების აღმოფხვრას. საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობასა და საერთაშორისო სტანდარტებზე დაყრდნობით, აზერბაიჯანმა საექსპორტო კონტროლთან დაკავშირებით სრულყოფილი სკანონმდებლო ბაზა ჩამოაყალიბა. მაგრამ, სამწუხაროდ, მისი თქმით, სომხეთის მიერ აზერბაიჯანის მიწების ხანგრძლივი ოკუპაცია არ იძლევა სახელმწიფო საზღვრის მნიშვნელოვანი ნაწილის კონტროლის შესაძლებლობას.
მეჰდიევმა გაამახვილა რა ყურადღება იმაზე, რომ ბირთვული უსაფრთხოებისა და მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების აღმოფხვრის საკითხები ერთმანეთთანაა დაკავშირებული, იმედი გამოთქვა, რომ აზერბაიჯანის წინადადება სამხრეთ კავკასიის რეგიონის ბირთვული ენერგიისაგან თავისუფალ ზონად გადაქცევის შესახებ, მხარდაჭერილი იქნება როგორც მეზობელი სახელმწიფოების, ასევე საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან. ამ თვალსაზრისით, სომხეთის ტერიტორიაზე, მეწამორის ელექტროსადგურის არსებობა, რომლის ექსპლუატაციის ვადებიც ამოიწურა, სერიოზულ შეშფოთებას იწვევს.
დიპლომატმა უსაფრთხოების საბჭოს ყურადღება მიაპყრო საერთაშორისო დამკვირვებლების განცხადებაზე, რომ ამ სადგურის ძველი რეაქტორი ყველაზე არასაიმედოდ ითვლება 6 საბჭოთა რეაქტორს შორის ყოფილი საბჭოთა კავშირისა და აღმოსავლეთ ევროპის ტერიტორიაზე და საფრთხეს ქმნის მთელს რეგიონში.
ამის გარდა, მაღალ სეისმურ ზონაში განლაგებულ მეწამორის ატომურ სადგურს არა აქვს საკმარისი წყლის მარაგი რეაქტორის გასაციებლად. აზერბაიჯანის მხარე,
ყოველივე ამის გათვალისწინებით, მომავალში რაიმე ტრაგიკული ავარიის თავიდან ასცილებლად, მოუწოდებს დაუყოვნებლივ შეჩერდეს მეწამორის სადგურის მუშაობა.
Internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|