„ქართული ოცნების“ წევრი, 2008 წლის ომში დაღუპული გიორგი ტატუაშვილის
დედა დარეჯან პატაშური, ხელისუფლების მიერ გადაცემულ ბინაზე უარს ამბობს. ქალბატონი
დღეს ჟურნალისტებს, თავად ბიძინა ივანიშვილმა წარუდგინა.
ბიზნესმენის თქმით, დარეჯან პატაშურის შვილებზე პარტიის ყრილობიდან რამოდენიმე დღით
ადრე ხელისუფლებამ ზეწოლა განახორციელა. მისივე განცხადებით, ზეწოლის შემდეგ
პატაშურის შვილები გადამალეს.
„არასდროს დავხმარებივარ აგვისტოს ომში დაღუპულთა ოჯახებს, რადგან
ვერიდებოდი გახმაურებულ თემებში ჩარევას. ამის გამო კი დღეს ბოდიშს ვიხდი. ადრე
მინდოდა ყველაფერი უხმაუროდ გამეკეთებინა“,- განაცხადა ივანიშვილმა.
ბიზნესმენის შეფასებით, ტატაშურზე ზეწოლა მათი ოჯახის განსხვავებული
აზრის გამო მოხდა, თავად ქალბატონის განცხადებით კი, მის შვილებზე ფიზიკური ზეწოლა
განხორციელდა.
მისი თქმით, უცნობმა პირებმა განუცხადეს, რომ უნდა გაჩუმებულიყვნენ,
წინააღმდეგ შემთხვევაში ბინას დაატოვებინებდნენ.
Internet.ge