დღეს, ჩეხეთის
რესპუბლიკის დელეგაციის წევრები თბილისის მერიას ესტუმრებიან. ჩეხეთი სენატის თავმჯდომარე მილან შტეხი კი გიგი
უგულავას შეხვდება.
დელეგაციის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სტუმრები თბილისსა და
მცხეთას დაათვალიერებენ. 19:00 საათზე კი, დელეგაცია საქართველოს დატოვებს.
ვიზიტის ფარგლებში სენატის თავმჯდომარე უკვე შეხვდა საქართველოს
პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს.
შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობის კიდევ
უფრო განმტკიცებისა და თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს.
internet.ge