ვენესუელას პრეზიდენტმა უგო ჩავესმა, რომელიც ჰავანაში
კიბოს საწინააღმდეგო კურსს იტარებს, ვენესუელის სახელმწიფო ტელევიზიაში დარეკა,
რათა თავისი გარდაცვალების შესახებ გავრცელებული ხმები უარეყო.
„როგორც ჩანს, ჩვენ მოგვიწევს ჭორების გარემოცვაში
ცხოვრებას მივეჩვიოთ. ეს ფსიქოლოგიური ომის განუყოფელი ნაწილია“ - განაცხადა უგო ჩავესმა ადგილობრივ ტელევიზიაში.
ბოლოს ჩავესმა საჯარო განცხადება 10 დღის წინ გააკეთა და
მას შემდეგ აღარ გამოჩენილა, რამაც დაავადებული პრეზიდენტის
გარდაცვალების შესახებ ხმები კიდევ უფრო გაააქტიურა.
ვენესუელას პრეზიდენტს სიკვდილი უკვე რამდენჯერმე უწინასწარმეტყველეს.
გასულ წელს, მას 2 წელიწადში გარდაცვალების „დიაგნოზი“ საკუთარმა ექიმმა - სალვატორ ნავარეტემ დაუსვა,
რის შემდეგაც ჩავესების ოჯახის ექიმი იძულებული გახდა ქვეყნიდან გაქცეულიყო.
internet.ge