მიხეილ სააკაშვილი: ყველა ოჯახმა უნდა იგრძნოს რამდენი პროცენტით გაეზრდება შემოსავალი
საქართველოს
პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის
განცხადებით, მომავალ წელს საქართველოში არ დარჩება არც ერთი
სკოლა, რომელიც ამერიკულ, ან ფრანგულ სკოლაზე ნაკლები იქნება.
როგორც დღეს,
გურჯაანში ყოფნისას პრეზიდენტმა განაცხადა, განათლების სისტემაში რეფორმები მიმდინარეობს, ჩამოდიან ამერიკელი პედაგოგები,
ყველგან არის კომპიუტერები, მომავალ წელს კი ყველა ბავშვის კომპიუტერიზაცია
მოხდება.
პრეზიდენტმა
მოსახლეობასთან შეხვედრისას ყურადღება, სოფლის მეურენეობაზეც გაამახვილა. სააკაშვილის
განცხადებით, საქართველოში არც ერთი ჰექტარი მიწა დაუმუშავებელი არ უნდა დარჩეს.
„როგორც
კი დათბა, დაიწყო მიწის დამუშავება და შეესია ჩვენი
ხალხი. მოუთმენლად ელოდებოდა ყველა ამინდის გამოსვლას, რომ დამჯდარიყო ამ ტრაქტორებზე და სამუშაოები
დაეწყოთ. ყველაფერი
იმიტომ კი არ კეთდება, რომ ციფრებით ელაპარაკოს მთავრობა ხალხს, არამედ ყველა
ოჯახმა უნდა იგრძნოს რამდენი პროცენტით მეტი შემოსავალი ექნება მათ“,- განაცხადა
სააკაშვილმა.
internet.ge