მმართველი გუნდის
წევრის, გოკა გაბაშვილის შეფასებით, ხელისუფლებისთვის ქსენოფობიური განცხადებები
მიუღებელია.
როგორც პარლამენტში მომხდარ
ინციდენტთან დაკავშირებით, ჟურნალისტებს გაბაშვილმა განუცხადა, ბაღათურიას ქმედება
წინასწარ დაგეგმილი პროვოკაცია იყო,
რომელიც ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯი გახლავთ.
მისი თქმით, ბაღათურია ძალიან
სენსიტიურ თემას შეეხო, რომლითაც ის ეროვნებათშორისი შუღლის გაღვივებას შეეცადა.
რაც შეეხება აზერ
სულეიმანოვის მიერ გაკეთებულ განცხადებებს, გაბაშვილი ამბობს, რომ როგორი ემოციური
ფონიც უნდა იყოს, ოპონენტის კრიტიკისას ეროვნული წარმომავლობის მოხსენიება და
ქსენოფობიური განცხადებები კატეგორიულად მიუღებელია.
„ამ ქვეყანაში, ამ
საკითხზე მითუმეტეს ხელისუფლების წარმომადგენელი არ უნდა საუბრობდეს და ეროვნულ
წარმომავლობას არ უნდა იყენებდეს. საქართველოს
ერთიანობა აქ მცხოვრები ადამიანების ერთობას ეფუძნება. ემოციური ფონი როგორიც უნდა იყოს, ოპონენტის
კრიტიკისას, ეთნიკური ნიშნის გამოყენება ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია“, –
დასძინა მან.
გაბაშვილის ინფორმაციით, სულეიმანოვი საკუთარ განცახდებებთან
დაკავშირებით შეფასებას თავადაც გააკეთებს.
internet.ge