კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრს, ნიკოლოზ რურუას ხვალ, პარლამენტში თურქეთთან გასაფორმებელ ხელშეკრულებაზეც მოუწევს საუბარი.
ამ საკითხთან დაკავშირებით, სამთავრობო საათზე, რურუას შესაბამისი კითხვით, ფრაქცია – „ერთობა სამართლიანობითვის“ წევრები მიმართავენ.
ოპოზიციონერებმა მინისტრს ორი კითხვა უკვე
გაუგზავნეს - 1) რატომ არ გააცანით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ, თურქეთის სახელმწიფოსთან გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტი საქართველოს პატრიარქს, საქართველოს პარლამენტს და ქართულ საზოგადოებას?
2) გთხოვთ გაგვაცნოთ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ, თურქეთის სახელმწიფოსთან გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტი და რატომ არ იყენებს საქართველო იმავე გზას რაც სომხეთმა გამოიყენა თავისი კულტურული მემკვიდრეობის აღდგენისათვის?
შეგახსენებთ, რომ სამთავრობო საათი ხვალ, 17:00 საათზე დაიწყება, სადაც ხუთი მინისტრის მოსმენა იგეგმება.
Internet.ge