სერგი კაპანაძე: უპასუხისმგებლო განცხადებები მოლაპარაკებების ხელის შეშლის საბაბი გახდა
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის სერგი კაპანაძის განცხადებით,
თბილისში, ზოგიერთი პოლიტიკოსის მიერ გაკეთებული უპასუხისმგებლო განცხადებები,
ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმების შეხვედრებისა და
მოლაპარაკებების, ხელის შეშლის საბაბი გახდა.
კაპანაძის შეფასებით, მოსკოვი თავისი გადაწყვეტილებით, რომლის
მიხედვით, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს, ანჟეი
ტიშკევიჩს არასასურველ პერსონად აცხადებენ, დიალოგსა და მოლაპარაკებებს სერიოზულ
საფრთხეს უქმნის.
„ამ გადაწყვეტილებით მოსკოვი რეალური საფრთხის წინაშე აყენებს
ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმებს. სამწუხაროა, რომ
თბილისში გაკეთებული ზოგიერთი უპასუხისმგებლო განცხადება გამოყენებული იქნა
იმისათვის, რომ ხელი შეეშალოს დიალოგს და მოლაპარაკებების პროცესს. მათი მთავარი
არგუმენტი იყო, ის, რომ ევროკავშირის მისია სათანადო რეაგირებას არ ახდენს
ბრალდებებზე“,- განაცხადა კაპანაძემ.
Internet.ge