GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
დავით ბაქრაძე დღეს ხონს სტუმრობდა
18:39 25.04.2012
დღის სიახლეები

პარლამენტის თავმჯდომარე, დავით ბაქრაძე საქართველოს რეგიონების მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს.

ბაქრაძე დღეს,  ხონის მოსახლეობას შეხვდა და მათ ის ძირითადი პროექტები გააცნო, რომლის განხორციელებასაც ხელისუფლება ხონის რაიონში გეგმავს.

სპიკერი ხონში საშუალო წნევის გაზსადენის ქსელის მშენებლობაზე მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო, რომელიც წლის ბოლომდე დასრულდება. 

როგორც ცნობილი გახდა, ამ გაზსადენის საშუალებით მოსახლეობა უკვე ბუნებრივი აირის მიღებას შეძლებს.  

ამას გარდა, პარლამენტის თავმჯდომარემ ხონელებს საქართველოს ხელისუფლების მიერ 2012 წელს დაგეგმილ  სოციალურ და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ესაუბრა.  განსაკუთრებული ყურადღება დავით ბაქრაძემ საპენსიო და ჯანდაცვის სისტემაში დაგეგმილ სიახლეებზე გაამახვილა.

ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარემ ყურადღება  დასაქმებისა და   განათლების   საკითხებზე გაამახვილა.

მისი განცხადებით,  ხონის რაიონის სკოლები, როგორც საქართველოს ყველა რეგიონში, გარემონტდება და საჭირო ინვენტარით აღიჭურვება.

ასევე, დავით ბაქრაძემ მოსახლეობას სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით დაგეგმილი სიახლეებიც გააცნო.

ხონში მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარე სოფელ მათხოჯში ჩავიდა, სადაც მდინარე ცხენისწყალზე სარწყავი წყლის სათავე–ნაგებობაზე  მიმდინარე  სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. ამ პროექტისათვის 171 ათასი ლარია გამოყოფილი, სამუშაოები ივნისში დასრულდება, რის შემდეგაც სათავე ნაგებობა სარწყავი წყლით ხონის რაიონის ყველა სოფელსა და სამტრედიის რაიონის სოფლების ნაწილს მოამარაგებს.

ხონის რაიონის სოფელ მათხოჯის მოსახლეობამ პარლამენტის თავმჯდომარეს  მთელი სოფლის სახელით ლეიკემიით დაავადებული 4 წლის ბავშვის გადასარჩენად დახმარება სთხოვა. დავით ბაქრაძემ აღუთქვა, რომ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს დღესვე საქმის კურსში ჩააყენებს და ყველა შესაძლო ღონისძიებას მიმართავენ ბავშვის გადასარჩენად.

ხონში სტუმრობისას,  პარლამენტის თავმჯდომარე ხონის მე-11-12 საუკუნის წმინდა გიორგის ტაძარში ხონი–სამტრედიის ეპარქიის მიტროპოლიტთან მეუფე საბასთან ერთად მივიდა,  რომელმაც დავით ბაქრაძეს წმინდა დავით აღმაშენებლის ხატი გადასცა.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ფინანსთა სამინისტროს ბიუჯეტი 10%-ით შემცირდება1
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს აპოლონ კაკაბაძე უხელმძღვანელებს2
ჩიორა თაქთაქიშვილი ხელისუფლების მიერ ადგილობრივ თვითმმართველობებზე მუქარის ფაქტებზე საუბრობს3
ანგელა მერკელმა ივანიშვილს არჩევნებში გამარჯვება და პრემიერ–მინისტრად დანიშვნა მიულოცა4
ირაკლი ალასანიამ მოადგილეების ვინაობა დაასახელა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X