GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
საგარეო უწყება ევროსაბჭოს მიერ მომზადებულ ანგარიშს მიესალმება
18:56 25.04.2012
დღის სიახლეები

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ანგარიშში ოკუპირებულ რეგიონებში საარჩევნო უბნების გახსნის ასახვას მიესალმება.

გრიგოლ ვაშაძის უწყება აცხადებს, რომ ანგარიში ცალსახად გმობს რუსეთის ხელისუფლების მხრიდან, საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების სრული იგნორირებით, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ რეგიონებში ე.წ. საარჩევნო უბნების გახსნის ფაქტს.

„დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან შეთანხმების გარეშე საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში საარჩევნო უბნების გახსნა „წარმოადგენს საერთაშორისო საზოგადოების, მათ შორის ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ აღიარებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას." აღნიშნულ დოკუმენტში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ასევე ხაზს უსვამს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები რუსეთის მოქალაქეების უმრავლესობას, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს აღნიშნულ არჩევნებში, "რუსული პასპორტები გააჩნდათ რუსეთის ხელისუფლების ე.წ. პასპორტიზაციის პოლიტიკის შედეგად", რაც „გაკრიტიკებულია ტალიავინის მოხსენებაში და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციებში საქართველოსა და რუსეთს შორის ომის შედეგების შესახებ და შეფასებულია, როგორც საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევა“,- ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ნასამ დედამიწის ხმა ჩაწერა (VIDEO)1
თამთა ლიპარტელიანის მამას დღეს დაკითხავენ2
დავით გამყრელიძემ წალენჯიხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარადგინა3
მიხეილ სააკაშვილი: პუტინი ბოლოს ვერ მოგვიღებს4
გოდერძის უღელტეხილზე ახალი კურორტი შეიქმნება5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X