კალმახელიძე სამთავრობო საათზე მძიმე სენით დაავადებული მსჯავრდებულების შესახებ ისაუბრებს
ხვალ,
პარლამენტში, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს, ხათუნა კალმახელიძეს მძიმე და უკურნებელი სენით დაავადებული მსჯავრდებულების მდგომარეობაზე მოუწევს საუბარი.
ამ
საკითხთან დაკავშირებით, სამთავრობო საათზე, მინისტრს შესაბამისი კითხვით,
ფრაქცია – „ერთობა სამართლიანობითვის“ წევრები მიმართავენ.
ოპოზიციონერებმა
კალმახელიძეს უკვე ერთი კითხვა გადაუგზავნეს – 1) ფრაქცია “ერთობა სამართლიანობისთვის” წევრთა მხრიდან არაერთი შუამდგომლობის მიუხედავად, რომ მძიმე და უკურნებელი სენით დაავადებული მსჯავრდებულების მიმართ მუდმივმოქმედ სამედიცინო კომისიას მათი საქმეები შეესწავლა და კანონშესაბამისი გადაწყვეტილება მიეღო, დღემდე რეაგირება არცერთ მათგანზე არ ყოფილა, რაც აღნიშნული კომისიის ობიექტურობას ეჭვქვეშ აყენებს, მაშინ როდესაც მრავალი უმძიმესი ავადმყოფი მსჯავრდებული საწოლზე მიჯაჭვული თავის აღსასრულს ელის. იღებს თუ არა მინისტრი კალმახელიძე პასუხისმგებლობას კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფაზე?
შეგახსენებთ, რომ
სამთავრობო საათი ხვალ, 17:00 საათზე დაიწყება.
Internet.ge