წიკლაური: ხელისუფლებასა და პარლამენტს შორის საინტერესო და საქმიანი საუბარი გაიმართება
მმართველი გუნდის წევრი, დეპუტატი ნუგზარ წიკლაური, იმედს გამოთქვამს,
რომ სამთავრობო საათზე, მთავრობის წევრებსა და დეპუტატებს შორის საინტერესო და
საქმიანი საუბარი შედგება.
როგორც „ინტერნეტ.ჯი“-ს წიკლაურმა განუცხადა, სამთავრობო საათის
ფორმატი საპარლამენტო ცხოვრების ჩვეულებრივი ნაწილია.
მისი თქმით, წინა თვეში სამთავრობო საათზე უწყებების წარმომადგენლები
იმყოფებოდნენ და მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრეს.
„როგორც ჩანს, ჩვენმა ოპოზიციონერმა კოლეგებმა გადაწყვიტეს, რომ სამთავრობო
საათი სპეკულაციებისთვის ისევ გამოიყენონ. მიუხედავად ამისა,
ვფიქრობ სხდომაზე უწყებების მიერ განსახორციელებელი მნიშვნელოვანი რეფორმების
შესახებ მოვისმენთ ინფორმაციას და აღმასრულებელ ხელისუფლებასა და პარლამენტს შორის
საინტერესო და საქმიანი საუბარი გაიმართება“,- განაცხადა წიკალურმა.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტში დღეს ხუთი მინისტრის მოსმენა იგეგემება.
internet.ge