საქართველოს
საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ, ალბანელ
კოლეგასთან შეხვედრისას ყურადღება ორი ქვეყნის სამომავლო ურთიერთობაზე გაამახვილა.
საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები
განიხილეს,
ყურადღება
გამახვილდა
ეკონომიკური
ურთიერთობების
შემდგომი განვითარების პერსპექტივებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობის მიმართულებებზე.
ასევე
აღინიშნა ორ ქვეყანას შორის სამართლებრივი ბაზის დახვეწის აუცილებლობა სხვადასხვა სფეროში ორმხრივი ურთიერთობების განვითარებისა და ორივე ქვეყნის მოქალაქეებისთვის
მიმოსვლის
გამარტივების
მიზნით.
შეხვედრაზე
მინისტრებმა
განიხილეს
რეგიონში არსებული მდგომარეობა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები. ნატო-ს ჩიკაგოს სამიტისათვის მზადების პროცესში ორივე მხარისათვის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვისას, ალბანურმა მხარემ, კიდევ ერთხელ დააფიქსირა მხარდაჭერა, როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი,
ისე ნატოს გაფართოებასა და საქართველოს ნატოში გაწევრიანებასთან
დაკავშირებით.
internet.ge