როგორც ბიუროს დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე დავით
ბაქრაძემ განაცხადა, სამთავრობო საათზე, დეპუტატების წინაშე ოთხი მინისტრი
წარსდგება, ხოლო ადეიშვილი სხდომაზე მისვლას ვერ ახერხებს.
რაც შეეხება მინისტრების სხდომაზე გამოსვლის დროს, ბაქრაძე აცხადებს,
რომ მათი გამოსვლა მინისტრების დღის წესრიგზეა დამოკიდებული.
შესაბამისად, მთავრობის წევრები სხდომაზე თანმიმდევრულად წარსდგებიან.
ამას გარდა, ბიუროს სხდომაზე ოპოზიციონერმა დეპუტატმა დიმიტრი
ლორთქიფანიძემ, სამთავრობო საათზე დებატების გამართვის საკითხი დასვა. მისი თქმით,
სასურველია მინისტრების მოსმენების შემდეგ დებატები გაიმართოს.
ოპოზიციონერს ბაქრაძე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ რეგლამენტი დებატების
გამართვას ითვალისწინებს, თუმცა დებატების ჩატარებაზე ფრაქციები უნდა შეთანხმდნენ,
გადამწყვეტი ხმა კი, უმრავლეობას ექნება.
internet.ge