GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
პეტრიაშვილი: ხელისუფლება ცდილობს, აფხაზებთან და ოსებთან წარუმატებელი მოლაპარაკებები ოპოზიციას გადააბრალოს
17:25 26.04.2012
დღის სიახლეები

"თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერის,  ალექსი პეტრიაშვილის შეფასებით, ხელისუფლება აფხაზებთან და ოსებთან მოლაპარაკებების წარუმატებლობას სხვა პოლიტიკურ ძალებზე გადაბალებას ცდილობს.

პეტრიაშვილის თქმით, აფხაზეთისა და ცხინვალის დე ფაქტო მთავრობებთან მოლაპარაკებებში,  საქართველოს მოქმედ ხელისუფლებას მცირე პროგრესიც კი არ აქვს და სიტუაცია თანდათან ჩიხში შეჰყავს.

„ხელისუფლება ოპოზიციურ პარტიებს უსუსურ ბრალდებებს უყენებს და მათ ე.წ. მეისრეებად გამოყენებას ცდილობს“,- ნათქვამია პეტრიაშვილის განცხადებაში, რომელიც სოციალური ქსელით გავრცელდა.

მისი თქმით, "თავისუფალი დემოკრატები" მხარს უჭერენ საქართველოში ევროკავშირის მისიის არსებობას და მათი მოქმედების შეფერხება არ სურთ. 

პეტრიაშვილის განმარტებით, "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ, შეიარაღებულ ფორმირებებთან დაკავშირებით განცხადებები, როგორც პასუხისმგებლობის მქონე პოლიტიკოსმა, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, საფრთხეების პრევენციის მიზნით გააკეთა, რასაც კონკრეტული შედეგებიც მოყვა. 

შეგახსენებთ, რომ უშიშროების საბჭოს მდივანმა, გიგა ბოკერიამ, დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებას საფუძველი ცალკეული პოლიტიკოსების "უპასუხისმგებლო და სულელურმა განცხადებებმა" მისცა.

აფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი - ანჟეი ტიშკევიჩი გუშინ არასასურველ პიროვნებად გამოაცხადა. 

"ჩვენ მიუღებლად მიგვაჩნია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მიერ  მძიმე ინციდენტების, მათ შორის მკვლელობების და ასევე აფხაზეთის დაშანტაჟების მცდელობების უარყოფა. ტიშკევიჩი, რომელიც არის ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატის და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში სამუშაო ჯგუფის წევრი, მუდმივად იგნორირებას უკეთებს აფხაზური მხარის მიმართვებს, ასევე აყენებს აფხაზეთის ტერიტორიაზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლების დაშვების საკითხს, რაც ეწინააღმდეგება მედვედევ-სარკოზის შეთანხმებას. გარდა ამისა, ტიშკევიჩს და მისიას შეუმჩნეველი დარჩათ საქართველოს ტერიტორიაზე, აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ახლოს, უკანონო შეირაღებული ფორმირებების ჩამოყალიბება, რაზეც არაერთხელ ისაუბრეს ქართველმა პოლიტიკოსებმაც", - ნათქვამია დე-ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ვასილ ჭყოიძე გარდაიცვალა1
პროკურატურაში ბიზნესმენებისთვის ქონების დაბრუნების მოთხოვნით განაცხადებების მიღება დაიწყო2
პრეზიდენტმა პროკურორის თანამდებობაზე არჩილ კბილაშვილი დაამტკიცა3
მიხეილ სააკაშვილი ნატოს ასაბლეაზე მთავარ გამომსვლელად წარსდგება4
მიხეილ სააკაშვილისა და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა მიმდინარეობს (VIDEO)5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X