სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში"
ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის, მორიგი მრგვალი მაგიდა, დღეს გაიმართება.
როგორც ცესკოს მიერ გავრცელებულ
განცხადებაშია ნათქვამი, სემინარში მონაწილეობას მიიღებენ პოლიტიკაში ჩართული ის ქალბატონები
პარტიებიდან,
რომლებიც საარჩევნო კანდიდატებად ან საარჩევნო კამპანიის მენეჯერებად მოიაზრებიან.
ამასთან, სემინარის ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან კამპანიის წარმოების უახლეს ტექნოლოგიებს, ლიდერულ უნარ-ჩვევებს, მიიღებენ ინფორმაციას მედიის ეფექტურად გამოყენების შესახებ და ა.შ. სწავლებას მაღალკვალიფიციური საერთაშორისო ტრენერები გაუძღვებიან.
მრგვალი
მაგიდა თემაზე - „პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალთა მონაწილეობის გაზრდა“ და სემინარი, მიზნად ისახავს პოლიტიკურ პროცესებში ქალთა ჩართულობის გააქტიურებას და ამ მხრივ გენდერული ბალანსის გაუმჯობესებას.
სემინარი 26 აპრილს გაიხსნა და დღეს დასრულდება.
Internet.ge