“ეროვნულ-დემოკრატიული“
პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ ჩახვაძემ,
2012 წლის შემოდგომაზე დაგეგმილ საპარლამენტიო არჩევნებში, უმრავლესობით
მოსვლა „ნაციონალურ მოძრაობას“ უწინასწარმეტყველა.
მისი თქმით, პარლამენტში „ედპ“-სთან ერთად „ქართული
ოცნება-დემოკრატიული საქართველოც“ მოხვდება.
„ახალი საკანონმდებლო ცვლილების თანახმად, 5 %- იანი ბარიერის
გადალახვის შემდეგ, პარტია პარლამენტში ფრაქციასაც იღებს. ედპ-ს მიზანია, პარლამენტში ნაციონალური მოძრაობისა და ივანიშვილის პარტიის სახით მხოლოდ ორი
პოლიტიკური პოლუსი არ იყოს წარმოდგენილი. ისინი მედლის ერთ მხარეს არიან. თავიდან
ნაციოალები დაჟინებით აცხადებდნენ, რომ ვინც მათთან არ იყო - მათი მტერია, დღეს
ივანიშვილი იგივეს იმეორებს. ჩვენ და რამოდენიმე პოლიტიკური პარტია მედლის მეორე
მხარეს ვართ. მოსახლეობის ინტერესებში მხოლოდ ორი პოლიტიკური პარტიის არსებობა არ
შედის. ამიტომ, ჩემი მოსაზრებით, პარლამენტში „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და „ქართულ
ოცნებასთან“ ერთად, ჩვენც მოვხვდებით“,- განაცხადა ჩახვაძემ iTV-ის პრესკლუბში ჟურნალისტებთან
შეხვედრაზე.
Internet.ge