პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“
ლიდერმა ხალხმრავალი აქციის გამართვა დაანონსა. როგორც ბიძინა ივანიშვილის მიერ
სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, აქცია 26-27 მაისს
გაიმართება.
„პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნება“ იწყებს საარჩევნო კამპანიას და მართავს ხალხმრავალ აქციას 26-27 მაისს. კოალიციამ ღონისძიების ჩატარებასთან დაკავშირებით წერილობით მიმართა ბ. პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონისა და მ. მესხის სახელობის სტადიონის ადმინისტრაციებსა
და ქ.თბილისის მერიას. საბოლოო გადაწყვეტილებას
ღონისძიების
ადგილისა და დროის თაობაზე უახლოეს დღეებში გაცნობებთ“,-
ნათქვამია სოციალურ ქსელით გავრცელებულ განცხადებაში.
Internet.ge