რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატმა, კლუბ
„სამოქალაქო პლატფორმის“ კოორდინატორმა „ედინაია როსიადან“ შიში გამოთქვა იმასთან
დაკავშირებით, რომ ნატოს სატრანზიტო მარშრუტის ფუნქცია ავღანეთში, რუსეთს,
შესაძლოა, საქართველომ წაართვას. მისი თქმით, დღესდღესობით, ავღანეთში ტრანზიტის
ორი გზა არსებობს: ჩრდილოეთის, რომელიც რუსეთზე გადის და სამხრეთის - საქართველოს
გავლით.
„თუ ტვირთები საქართველოს ტერიტორაიზე გაივლის,
არის ეჭვი, რომ როცა ნატოს ტექნიკა უკან დაბრუნდება, ნაწილობრივ, ის, შესაძლოა,
დარჩეს ამ ქვეყანაში“ - ციტირებს სააგენტო „რეგნუმ.რუ“ გრიგორიევის განცხადებას.
დეპუტატმა ასევე დასძინა, რომ საქართველო ახლა
ცდილობს რუსეთს ნატოსთვის სატრანზიტო ფუნქცია წაართვას და ალიანსს არწმუნებს, რომ
რუსეთზე მარშრუტი მისთვის არასტაბილური იქნება.
„საქართველოს წარმომადგენლები გადათამაშებას ცდილობენ,
მათ აწყობთ ნატოს ტრაფიკი საქართველოზე გადიოდეს. კერძოდ, ასეთი საუბრების დროს ნატოსთან, საქართველო
იხსენებს პოლემიკას, რომელიც ულიანოვსკში
ნატოს პუნქტის გახსნის თაობაზე გაიმართა“ - განაცხადა დეპუტატმა.
შეგახსენებთ, ულიანოვსკში ნატოს სატრანზიტო
პუნქტის გახსნის თაობაზე ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, ამ ინიციატივას ბევრი მოწინააღმდეგე
გამოუჩნდა. ეს ის გამონაკლისი შემთხვევა იყო, როცა კრემლი, რუსეთის თავდაცვისა და
საგარეო საქმეთა სამინისტროები მოსახლეობას უმტკიცებდნენ, რომ ეს არ იყო
ჩრდილოატლანტიკური ალიანსისთვის რუსეთის ტერიტირიის დათმობა და აქცენტს იმაზე აკეთებდნენ, რომ
სატრანზიტო მარშრუტის ამუშავებით, მოსკოვი ეკონომიკური სარგებელის მიღებაზე
აკეთებდა გათვლას.
Internet.ge