30 აპრილს, საქართველოს ლიტვის სეიმის სახელმწიფო ადმინისტრირებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის კომიტეტის დელეგაცია ეწვევა.
ამის შესახებ "ინტერნეტ.ჯი"–ს პარლამენტის პრესსამახურიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, სტუმრები ლიტვა-საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ფორუმში მიიღებენ მონაწილეობას.
ამასთან, დაგეგმილია შეხვედრები – პარლამენტის თავმჯდომარესთან დავით ბაქრაძესთან, ასევე პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის თავმჯდომარესთან ვახტანგ ბალავაძესთან, რომელთაც სტუმრები თანამშრომლობის მემორანდუმს გააფორმებენ.
გარდა ამისა, შეხვედრები საქართველოში ლიტვის ელჩის რეზიდენციაში, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ოფისში, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის წარმომადგენლებთან, საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან რამაზ ნიკოლაიშვილთან გაიმართება.
ვიზიტის დასასრულს, ლიტვის სეიმის დელეგაცია გორს ეწვევა და შიდა ქართლის გუბერნატორს გიორგი ტატიშვილს შეხვდება.
internet.ge