GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ვლადიმერ სანაკოევი: ტერმინი „ოკუპირებული ტერიტორიები“ საფუძვლიანია
14:40 28.04.2012
დღის სიახლეები

სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ყოფილი წევრმა, ვლადიმერ სანაკოევმა, რომელზეც რამდენიმე დღის წინ ვანო მერაბიშვილმა პარლამენტში დასმული კითხვის პასუხად ისაუბრა, ინტერვიუ მისცა რადიო „ეხო კავკაზა“-ს, სადაც განაცხადა, რომ რუსეთის ჯარებს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მხოლოდ და მხოლოდ საოკუპაციო სტატუსი შეიძლება ჰქონდეს და რომ ტერმინის „ოკუპირებული ტერიტორიები“ საფუძვლიანობის დასაბუთება, მას, მარტივად შეუძლია.

ვლადიმერ სანაკოევი, რომელმაც 2011 წლის იანვარში საჯაროდ განაცხადა, რომ რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდა, ახლა მოსკოვში ცხოვრობს. სანაკოევმა ინტერვიუში აღნიშნა: „მე მარტივად შემიძლია დავარწმუნო მოლაპარაკების (ჟენევის) მონაწილეები, რომ ტერმინი „ოკუპირებული ტერიტორიები“ საფუძვლიანია“ - ამბობს ის და განმარტავს: „რუსეთმა თავად სცნო საქართველოს დამოუკიდებლობა საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის საზღვრების ფარგლებში, ხოლო 18 წლის განმავლობაში რუსეთს არ უცვნია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტი. ეს ეწინააღმდეგება რუსეთის კონსტიტუციას და საერთაშორისო შეთანხმებებს.

2008 წელს, სცნო რა მათი დამოუკიდებლობა, მან დაარღვია არა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, არამედ თავისი კონსტიტუციის დარღვევით აღიარა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში განთავსებული სახელისუფლო ორგანოები. სამხრეთ ოსეთის ტერიტორია არის საქართველოს ტერიტორია და გამოდის, რომ რუსეთის ჯარები იქ დგანან, როგორც საოკუპაციო ჯარები,“ - განაცხადა ვლადიმერ სანაკოევმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, სცნობს თუ არა თავად სამხრეთ ოსეთის „დამოუკიდებლობას“, სანაკოევმა უპასუხა, რომ ჯერ „არავის დაუსაბუთებია სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის პოლიტიკურ-სამართლებრივი ასპექტი, ხოლო აღიარების ძალისმიერი მეთოდები ხანგრძლივ ხასიათს არ ატარებს.“

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
ბზა- ფლორისტის რჩევები, საინტერესო ფაქტები და სასარგებლო თვისებები
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
საქართველოს პრეზიდენტი ვასილ ჭყოიძის ოჯახსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს1
ირმა ინაშვილი: "პიკის" ჟურნალისტებო, დებილების თამაშს თავი დაანებეთ2
საარჩევნო ხმების დათვლა დასრულებულია3
ქეცბაიამ საფინეთო და საბელორუსო შემადგენლობა დაასახელა4
აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში წინასწარი მონაცემებით „ნაციონალური მოძრაობა“ ლიდერობს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X