ბიძინა ივანიშვილის პრესსპიკერის, მაია ფანჯიკიძის
შეფასებით, „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერს, ირაკლი ალასანიას,
ინციდენტების, პრევენციისა და რეაგირების მექანიზმების შეხვედრისა და მოლაპარაკებების ჩაშლა დააბრალეს.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ფანჯიკიძემ განაცხადა,
ხელისუფლების მხრიდან იმის თქმა, რომ მოლაპარაკებები ალასანიას მიერ გაკეთებული
განცხადების გამო ჩაიშალა - უსინდისობაა.
„არც ერთ მსგავს შეხვედრაზე კონკრეტული შედეგი არ ყოფილა,
წარუმატებლობის ალასანიასზე მიწერა, რომ მისი ბრალია ყველაფერი,
უბრალოდ უსინდისობაა. მან არსებული
ინფორმაცია შესაბამის ორგანოებს მიაწოდა“,- განაცხადა ფანჯიკიძემ.
შეგახსენებთ, რომ განცხადება, საქართველოში უკანონო შეირაღებული
ფორმირებების სავარაუდო არსებობის შესახებ, ირაკლი ალასანიამ 15 მარტს,
საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრაზე გააკეთა.
internet.ge