GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ნინო კალანდაძე: საპარლამენტო არჩევნების დაკვირვების სურვილი ODIHR- მა გამოთქვა
12:21 30.04.2012
დღის სიახლეები

მიმდინარე წლის შემოდგომაზე დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს, სხვა უცხოურ დამკვირვებლებთან ერთად,  ეუთოს ადამიანის უფლებების და დემოკრატიული ინსტიტუტების ბიურო ODIHR დააკვირდება.  ამის შესახებ, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ ორშაბათის ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ჩვენი უწყების მიერ, არჩევნებზე დამკვირვებლების მოწვევის მიზნით გაგზავნილ წერილზე ოფიციალური პასუხი ჯერ ODIHR-სგან მოგვივიდა. ისინი მზად არიან საპარლამენტო არჩევნებს დააკვირდნენ“,- განუცხადა ჟურნალისტებს კალანდაძემ.

ცნობისთვის, საგარეო საქმეთა მინისტრმა, გრიგოლ ვაშაძემ, ოქტომბერში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე დამკვირვებლების მოწვევის მიზნით, ოფიციალური მოსაწვევები ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) პრეზიდენტს -კენეთ ვოლაკს და საერთაშორისი რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) პრეზიდენტს - ლორნ კრეინერს გაუგზავნა.

შეგახსენებთ, რომ  საქართველოს პრეზიდენტის დავალებით, საგარეო საქმეთა სამინისტრომ, საპარლამენტო არჩევნებზე დამკვირვებლების გამოგზავნის თხოვნით ოფიციალური მოსაწვევები გაუგზავნა საერთაშორისო ინსტიტუტებს - ეუთოს ადამიანის უფლებების და დემოკრატიული ინსტიტუტების ბიუროს (ODIHR), ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას (OSCE PA), ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას (PACE), ნატოს საპარლამენტო ასამბლეას (NATO PA), ევროპარლამენტს და ევროკავშირის ინსტიტუტებს.

ამასთან, ვაშაძის უწყებამ თხოვნით მიმართა ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლეს წარმომადგენელს, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს ქ-ნ კეტრინ ეშტონს, რომ ევროკავშირმა მედია მონიტორინგის პროექტი დააფინანსოს.

აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო დამკვირვებლების ოფიციალურად მოწვევა არჩევნებამდე თითქმის შვიდი თვით ადრე მოხდა.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
სირიაში დააკავეს ადამიანი, რომელმაც ძალოვანი მინისტრები დახოცა1
მამუკა კაციტაძე ამბროლაურის რაიონის მოსახლეობას შეხვდა2
ქართული მხარე მინისტერიალის წევრების მიმართ ეფექტური მუშაობისთვის მადლიერებას გამოხატავს3
საპარლამენტო უმცირესობა პარლამენტში სამ ფრაქციას შექმნის4
მიხეილ სააკაშვილი: 4 წლის წინ ჩვენ თვალს ვადევნებდით უპრეცედენტო თავდასხმას თავისი სისასტიკით ჩვენს ქვეყანაზე5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X