GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
„ქართული ოცნების“ აქცია საპროტესო ხასიათის არ იქნება
12:30 30.04.2012
დღის სიახლეები

ბიძინა ივანიშვილის პრესსპიკერის, მაია ფანჯიკიძის განცხადებით, ჯერ-ჯერობით, მათ მიერ დაანონსებული აქციის გამართვის ზუსტი თარიღი და დრო ცნობილი არ არის.

ამის შესახებ განცხადება, ფანჯიკიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

მისი თქმით, აქციები დაახლოებით 26 ან 27 მაისს ჩატარდება, აღნიშნულთან დაკავშირებით კი მათ განცხადება შესაბამის უწყებებში უკვე შეტანილი აქვთ და ამჟამად პასუხს ელოდებიან.

„ჩვენ გვინდა, აქცია 26 მაისს გავმართოთ, მაგრამ თუ ამის უფლებას არ მოგვცემენ, 27 მაისს ჩავატარებთ. ასევე ჩვენი სურვილია შეკრება ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე მოხდეს, მაგრამ თუ ამის უფლებასაც ვერ მივიღებთ, მაშინ მეორე ვესიად მიხეილ მესხის სახელობის სტადიონს განვიხილავთ“, - განაცხადა ფანჯიკიძემ.

ივანიშვილის პრესსპიკერის განცხადებით, აქციის 26 მაისს გამართვა შემთხვევითი არ არის და სწორედ ამ დღეს, პარტია საარჩევნო კამპანიას იწყებს.

კითხვაზე, დაუკავშირდება თუ არა „სახალხო კრებისა“ და მათი აქცია ერთმანეთს, ფანჯიკიძემ განაცხადა, რომ ამასთან დაკავშირებით ჯერ-ჯერობით არანაირი მოლაპარაკება არ მიმდინარეობს. მისი ინფორმაციით, აღნიშნულ საკითხზე შემოთავაზება არ ყოფილა.

„ვიცი, რომ 26 მაისს „სახალხო კრებაც“ გეგმავს აქციას, თუმცა დაუკავშირდება თუ არა ეს ორი აქცია ერთმანეთს ვერ გეტყვით. შემოთავაზება თუ იქნება, ჩვენ მას განვიხილავთ“,- განაცხადა ფანჯიკიძემ.

ივანიშვილის პრესსიკერის განცხადებით, მათ მიერ დაგეგმილი შეკრება საპროტესტო აქცია არ არის, არამედ ისინი საარჩევნო კამპანიას იწყებენ. „ჩვენ ამ შეკრებას ფართომაშტაბიანი შეხვედრაც შეგვიძლია დავარქვათ“,- დასძინა ფანჯიკიძემ.

internet.ge 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობაზე მთავრობა ფინანსური კომპენსაციების გაცემას გეგმავს1
თბილისის მერი: ჩემი ბრძანებით, ბაღების სააგენტოში საფინანსო საქმიანობის ანალიტიკური შესწავლა მიმდინარეობს2
პოლიციამ ნონა ბერეკაშვალი, ვასილ ბაზაძე და ზურაბ სალდაძე დააკავა3
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს გამოეხმაურა4
დავით ბაქრაძე: სამ დღეში გადაწყდება ქვეყანა საით წავა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X