იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, პავლე კუბლაშვილის ინფორმაციით,
პარლამენტში, საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა 4 მაისს დაიწყება.
როგორც
ჟურნალისტებს კუბლაშვილმა განუცხადა, ცვლილებების განხილვამდე,
პროექტზე მომუშავე საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისია 1 მაისს ზუგდიდსა და ბათუმში მოსახლეობას შეხვდება და იმ ცვლილებებს გააცნობს, რომელიც ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქის არჩევნებში მონაწილეობას შეეხება.
მისი
თქმით, კომისია, 2 მაისს, ახალციხეში მოსახლეობასთან შეხვედრას გამართავს, რის შემდეგაც შემაჯამებელი სხდომა თბილისში გაიმართება.
შეგახსენებთ,
რომ „ქრისტიან–დემოკრატების“ მიერ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების მიხედვით,
მომავალ საპარლამენტო არჩევნებში კენჭისყრა 21 წლის ასაკიდან იქნება შესაძლებელი. ასევე, არჩევნებში მონაწილეობის უფლება ეძლევათ ევროკავშირის წევრი ქვეყნების იმ მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოში არიან დაბადებული და აქ 10 წელი მაინც უცხოვრიათ.
internet.ge