პარლამენტში ახალი რეგლამენტის განხილვა იწყება,
რომლის მიხედვით, დეპუტატის უფლებები გადაიხედება.
წარმოდგენილ პროექტში, მოქმედი რეგლამენტისგან განსხვავებით, კანონმდებელთა უფლებებიდან, რამდენიმე დეტალი ვერ მოხვდა.
კერძოდ, პროექტში არ არის ნორმა, რომლის თანახმად, კანონით დადგენილ ფარგლებში და რეგლამენტით განსაზღვრული წესით, პარლამენტარს უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს ადმინისტრაციული ორგანოების მიერ საქართველოს კანონების შესრულების შემოწმებაში ან მოტივირებული უარი განაცხადოს
ასეთი დავალების შესრულებაზე.
ამასთან, დეპუტატს ძველი ნორმებითაც და პროექტითაც, უფლება აქვს შეუფერხებლად შევიდეს ყველა სახელმწიფო ორგანიზაციაში, კანონმდებლობით დადგენილი გამონაკლისების გარდა,
მაგრამ რეგლამენტის დღეს მოქმედი ნორმა, რომლის მიხედვით, დეპუტატს განსაზღვრული უფლება აქვს შეუზღუდავად შეხვდეს ის საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ და სხვა თანამდებობის პირებს, ახალ პროექტში აღარ არის.
Internet.ge