2012 წელს ქვეყანაში განსახორციელებელ პროექტებთან
დაკავშირებული გარკვეული ხარჯების
კორექტირება მოხდება.
როგორც “ინტერნეტ.ჯი”–ს მთავრობის საპარლამენტო მდივანმა, გია ხუროშვილმა
განუცხადა, მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტში თუ რა ტიპის ცვლილებები
განხორციელდება, ამის შესახებ დამატებითი ინფორმაცია 7 მაისის ბიუროზე გახდება
ცნობილი.
მისი თქმით, აღმასრულებელმა ხელისუფლებამ პროექტის ძირითადი
პრინციპი მოიწონა, რომელსაც ცვლილებები ითვალისწინებს.
„თუ რომელ პროექტებს შეეხება ცვლილება, რა
რაოდენობით მოხდება ბიუჯეტის კორექტირება და რა ნაწილში, ამასთან დაკავშირებით,
კონკრეტული სამუშაოები კვირის ბოლომდე დასრულდება“, – დასძინა მან.
Internet.ge