GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
მიხეილ სააკაშვილმა ბირთვული უსაფრთხოების სამიტზე სიტყვით გამოსვლის მნიშვნელოვანი ნაწილი რუსეთის ოკუპაციის თემას დაუთმო
10:06 27.03.2012
დღის სიახლეები

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც სამხრეთ კორეის დედაქალაქში ბირთვული უსაფრთხოების სამიტს ესწრება, მსოფლიო ლიდერების წინაშე სიტყვით წარსდგა.

დღეს, პლენარული სესია გაიხსნა, რომლის სახელწოდებაა: „ეროვნული ზომების მიღება და საერთაშორისო თანამშრომლობა ბირთვული უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით, მათ შორის, სამომავლო ვალდებულებების ჩათვლით“.

პრეზიდენტის ადმინისტარციის ინფრომაციით, მიხეილ სააკაშვილმა ყურადღება  ბირთვული უსაფრთხოების საკითხების გადაუდებლად მოგვარების აუცილებლობაზე გაამახვილა და გამოსვლის მნიშვნელოვანი ნაწილი რუსეთის ოკუპაციის თემას დაუთმო.

საქართველოს პირველმა პირმა ბირთვული და რადიოაქტიური უსაფრთხოების შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით, მხარეებს თანამშრომლობის გაღრმავებისკენ და ძალისხმევის გაორმაგებისკენ მოუწოდა. მან, ასევე, რუსეთის მიერ ოკუპირებული ქართული ტერიტორიებიდან - აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან მომდინარე საფრთხეებზე ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა იმ საშიშროებების შესახებ, რომლებიც ამ რეგიონებში საერთაშორისო მონიტორინგის არარსებობის გამო დგას. ამ საფრთხეების თავიდან ასაცილებლად, საქართველოს პრეზიდენტმა მსოფლიო ლიდერებს საერთაშორისო მექანიზმების უფრო აქტიურად ამოქმედებისკენ მოუწოდა.

ბირთვული უსაფრთხოების გაძლიერების აუცილებლობას, ბირთვული ნივთიერებების უკანონო გავრცელების საფრთხეებსა და 2010 წლის ვაშინგტონის სამიტის შემდეგ მიღწეულ პროგრესს, გამოსვლისას, სამიტის ყველა მონაწილე შეეხო.

პლენარული სესიის დასრულების შემდეგ, სეულში შეკრებილი ლიდერები ერთობლივ კომუნიკესაც მიიღებენ.   

Internet.ge

 

 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
გეიდარ ჯემალი: შესაძლოა, რუსულ-ქართული ომის ზღვარზე ვართ1
გრიგოლ ვაშაძემ და ედმონდ ჰაშინასტომ სამომავლო ურთიერთობებზე ისაუბრეს2
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ ავთანდილ ბერიძე აირჩიეს3
დედაქალაქში თბილისობას აღნიშნავენ4
რუსმა ოკუპანტებმა ადმინისტრაციულ საზღვარზე ქართველი ბავშვები არ გაატარეს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X