ქართველმა დეპუტატებმა ესპანეთის სამეფოს დეპუტატთა კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ჯუზეპ ანტონი დურან ი ლეიდასთან გამართულ შეხვედრაზე საქართველოში განხორციელებულ რეფორმებსა და პოლიტიკურ პროცესებზე ისაუბრეს.
მხარეებს შორის შეხვედრა, საქართველოს პარლამენტში გაიმართა.
როგორც ჟურნალისტებს საგარეო ურთიერთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი მინაშვილმა განუცხადა, ესპანეთი არის სახელმწიფო, რომელიც ძალიან აქტიურია აფხაზეთისა და “სამხრეთ ოსეთის” დამოუკიდებლობის არაღიარების პოლიტიკაში.
„ის, ასევე, ეხმარება საქართველოს პარტნიორებთან ურთიერთობაში, რათა მათაც უარი თქვან ოკუპირებული რეგიონების აღიარებაზე. ესპანეთს მტკიცე მხარდაჭრა აქვს საქართველოს ევროპული მისწრაფებების მიმართ. მთავარი განსახილველი საკითხები სწორედ უსაფრთხოება და ევროალტანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია იყო“, – დასძინა მან.