"ლეიბორისტები"
ბიძინა ივანიშვილს შეკვეთილ მკვლელობებში ადანაშაულებენ. როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ჟურნალისტებს
განუცხადა, ივანიშვილმა „ალიასთან“ გაკეთებული კომენტარით, შალვა ნათელაშვილზე მკველობის მცდელობა დაადასტურა.
„ოლიგარქ-კრიმინალმა
ივანიშვილმა
გუშინ
გაზეთ
“ალიასთან”
ინტერვიუში
მოახდინა
საუკუნის
აღიარება
პოლიტიკურ
ტერორიზმზე
და
დაადასტურა,
რომ სწორედ
მან
შეუკვეთა
მაშინ
ნათელაშვილის
მკვლელობა.
ამ პოლიტიკური ტერაქტის გამოსაძიებლად, ჩვენ უკვე იძულებულნი
ვართ, მივმართოთ
გაეროს
სპეციალური
კომისიის
შექმნის
მოთხოვნით,
რომელსაც
გადავცემთ
ჩვენს
ხელთ
არსებულ
ყველა
სამხილ
მასალას
მუშაობის
დაწყებისთანავე.
ჩვენი ინფორმაციით, ივანიშვილს შეკვეთილი აქვს სხვა მკვლელობებიც“,-
განაცხადა გუგავამ.
შეგახსენებთ, რომ გაზეთ "ალიასთან"
ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილმა შალვა ნათელაშვილი ხელისუფლებასთან გარიგენაში
დაადანაშაულა.
ოლიგარქი საგაზეთო ინტერვიუში ამბობს, რომ
"ლეიბორისტების ლიდერი 2007 წლის მოვლენების დროს დაავერბოვკეს".
internet.ge