„ქართული ოცნების“ პრეს-სპიკერის მაია ფანჯიკიძის შეფასებით, „ლეიბორიტული
პარტიის“ განცხადება, სადაც გიორგი გუგავამ ივანიშვილი შეკვეთილ მკვლელობებში
დაადანაშაულა, კომიკურია.
ამის შესახებ ფანჯიკიძემ „ინტერნეტ.ჯი“-სთან საუბრისას განაცხადა.
ფანჯიკიძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი "ლეიბორისტების" აბსურდულ
განცხადებაზე კომენტარს არ გააკეთებს.
შეგახსენებთ, რომ „ლეიბორისტულმა პარტიამ“ ბიძინა ივანიშვილი შეკვეთილი მკვლელობების
ორგანიზებაში დაადანაშაულა.
internet.ge