სააკაშვილი: საქართველოს დღეს იმაზე ნაკლები ვალი აქვს, ვიდრე ეს შევარდნაძის დროს იყო
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, დღეს საქართველოს იმაზე ნაკლები
ვალი აქვს, ვიდრე ეს ედუარდ შევარდნაძის პერიოდში იყო და მომავალში მისი ოდენობა კიდევ
უფრო შემცირდება.
ამის შესახებ განცხადება, მიხეილ სააკაშვილმა ქუთაისში სიტყვით
გამოსვლისას გააკეთა.
მისი თქმით, წინა მთავრობის დროს, მაღალჩინოსნები იღებდნენ ვალებს და
ფული სახლებში მიჰქონდათ. დღეს კი, საქართველოს მთავრი რესურსი არის ის, რომ
ქვეყანაში აღარაა კორუფცია.
მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ისინი მუშაობენ არა ცალკეული
ადამიანების, არამედ საქართველოს გამდიდრებაზე.
„მთავრობას შეუძლია დააგოს გზები, მოგცეთ განათლება, გააკეთოს
საავადმყოფოები დააზღვიოს მოსახლეობა, ააშენს შენობები. თუმცა,
მხოლოდ საზოგადოებისა და მთავრობის ერთად
დგომით შევძლებთ ერთიანი და მდიდარი საქართველოს აშენებას“,- განაცხადა
პრეზიდენტმა.
Internet.ge