საქართველოს
პრეზიდენტის
მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, „ვარდების რევოლუციით“ ისტორია არ დაწყებულა, მაგრამ
ყველამ
ერთად თანამედროვე ეპოქა
შექმნა.
ამის
შესახებ განცხადება, პრეზიდენტმა დღეს, ქუთაისში ლადო მესხიშვილის სახელობის განახლებულ თეატრში, სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
„ქუთაისი
წარსულის ქალაქიდან მომავლის ქალაქად გარდაიქმნა. ჩვენ ძალიან ვამაყობთ ჩვენი უახლესი ისტორიით ისევე, როგორც განსაკუთრებით ვამაყობთ მრავალსაუკუნოვანი
ისტორიით,
ქრისტიანული
სიმბოლოებით
და წარსული გმირებით“,- განაცხადა სააკაშვილმა.
პრეზიდენტის
თქმით, ის 2003 წლის „ვარდების რევოლუციის” დროს წალენჯიხას სტუმრობდა, სადაც მხოლოდ ერთი ნათურა ბჟუტავდა, ტელევიზიით მთელი ღამე შაშიაშვილი ლაპარაკობდა, ციოდა და ძალიან ცუდი განწყობა ჰქონდა, თუმცა იყო რწმენა იმისა, რომ ამ სიტუაციიდან ქვეყანა გამოვიდოდა.
„ერთი
რამ ვიცოდით, აუცილებლად დავიწყებდით ამ მდგომარეობიდან გამოსვლას და ეს ადგილი აუცილებლად შეიცვლებოდა. „ვარდების რევოლუციით" ისტორია არ დაწყებულა, მაგრამ ჩვენ ყველამ ერთად, საქართველოს აღმშენებლობის თანამედროვე ეპოქა შევქმენით“,- განაცხადა პრეზიდენტმა.
Internet.ge