პარლამენტში ამ წუთებში, დახურულ კარს
მიღმა, ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო სხდომა მიმდინარეობს.
როგორც „ინტერნეტ.ჯი“-ს ევროპასთან
ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით დარჩიაშვილმა განუცხადა, სხდომაზე დღეს
განცხადებას მიიღებენ, რომელიც საქართველოს ხელისუფლებასა და ევროპარლამენტს
გადაეგზავნება.
თუ რას ეხება განცხადება, დარჩიაშვილი
დეტალებს არ ახმაურებს და ამბობს, რომ დამატებითი ინფორმაცია დღეს, ბრიფინგზე გახდება
ცნობილი, რომელიც სხდომის დახურვის შემდეგ გაიმართება.
სხდომას, საქართველოში ევროკავშირის
დელეგაციის ხელმძღვანელი ფილიპ დიმიტროვი და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე
სერგი კაპანაძე ესწრებიან.
internet.ge