ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო კომისიის თანათავმჯდომარე მილან ცარბნოხი საქართველოს თავისუფალ და გამჭვირვალე საპარლამენტო არჩევნებს უსურვებს.
როგორც
ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო კომისიის სხდომის
დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე, ცარბნოხმა განაცხადა, ის დარწმუნებულია, რომ პარლამენტი, რომელსაც ქართველი ხალხი აირჩევს წარმომადგენლობითი იქნება.
მისი
თქმით, საქართველოში დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობა და ეკონომიკური წინსვლა გაგრძელდება და საქართველო ევროკავშირის მნიშვნელოვანი პარტნიორია.
Internet.ge