პარლამენტის თავმჯდომარის, დავით ბაქრაძის
ინფორმაციით, ამბროლაურის რაიონის გაზიფიცირება ექვს თვეში დასრულდება.
დღეს, სპიკერი ამბროლაურის რაიონის სოფლების ჭრებალოსა და ხვანჭკარის მოსახლეობას შეხვდა, რომლეთაც პარლამენტის თავმჯდომარის წინაშე,
გაზიფიცირების, სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვისა და სასმელი წყლის მიწოდების
პრობლემებზე ისაუბრეს.
სოფელ ჭრებალოს მოსახლეობათან შეხვედრაზე, პარლამენტის
თავმჯდომარემ განაცხადა, რომ მიმდინარე წლის მაისიდან სასმელი წყლის ამორტიზებული
მილების რეაბილიტაცია დაიწყება.
მისი თქმით, ამ პროექტის დასრულების შედეგად,
ჭრებალოსა და ზემო და ქვემო ჟოშხას 291 ოჯახს წყლის მიწოდება გაუმჯობესდება.
ამას გარდა, ბაქრაძესთან შეხვედრისას, მოსახლეობამ
ყურძნის ჩაბარების საკითხი და შხამ–ქიმიკატების სიძვირის საკითხი დასვა.
Internet.ge