ოპოზიციონერი
დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შეფასებით, წარმოუდგენელია, NDI-სა და IRI–ის კვლევის
შედეგები ვინმემ დაიჯეროს.
როგორც
ჟურნალისტებს დეპუტატმა განუცხადა, აღნიშნულ კვლევებს, „ქართული ოცნება“ არ ენდობა.
მისი
თქმით, შესაბამის კვლევებს ამერიკული ორგანიზაციების მიერ დაქირავებული ქართული კომპანიები ატარებენ, რომლებსაც მონაცემებით მანიპულირება შეუძლიათ.
დეპუტატი
ხელისუფლებას მოუწოდებს – ნამდვილი რეიტინგების დასადგენად ხალხში გავიდნენ.
“სჯობს, ჩვენი ოპონენტები ხალხში გავიდნენ და დაინახავენ, როგორი რეიტინგები აქვთ. ვის როგორი რეიტინგი აქვს, ჩვენ ამას თუნდაც 26 მაისს დავინახავთ, როცა „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიას გახსნილად გამოვაცხდებთ“,
– განაცხადა დეპუტატმა.
internet.ge