ლიბიელი დიქტატორის ქალიშვილი
აიშა კადაფი, მუამარ კადაფის მკვლელების დასჯას მოითხოვს. მან შესაბამისი თხოვნით უკვე მიმართა გაეროს
უშიშროების საბჭოს და ჰააგის საერთაშორისო
სასამართლოს - იუწყება CNN.
აიშა კადაფიმ, ამბოხებულთა მიერ,
მამისა და ძმის - მუატასემის მკვლელობას სამხედრო დანაშაული უწოდა და
დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიების ჩატარება მოითხოვა.
მუამარ კადაფი, რომელიც ლიბიას
42 წლის განმავლობაში ედგა სათავეში და მისი ვაჟი მუატასემი, გასული წლის 20
ოქტომბერს, ქალაქ სირთან ახლოს, ამბოხებულებმა მოკლეს.
Internet.ge