მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქის პირად გვერდზე, კორეაში ვიზიტის ამსახველი მასალა გამოქვეყნდა
სამხრეთ
კორეის დედაქალაქში, ბირთვული უსაფრთხოების სამიტზე საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლის შესახებ ინფორმაცია, სოციალურ ქსელ
ფეისბუქში, მიხეილ სააკაშვილის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.
როგორც პრეზიდენტის პირად გვერდზე განთავსებულ განცხადებაშია
ნათქვამი,
სამიტზე მიხეილ სააკაშვილმა ყურადღება ბირთვული უსაფრთხოების საკითხების გადაუდებლად გადაწყვეტის აუცილებლობაზე გაამახვილა და გამოსვლის მნიშვნელოვანი ნაწილი რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის თემას დაუთმო.
„საქართველოს
პირველმა პირმა მხარეებს ბირთვული და რადიოაქტიური უსაფრთხოების შესაძლებლობების
გაძლიერების
მიზნით თანამშრომლობის გაღრმავებისკენ მოუწოდა. ასვე იგი რუსეთის მიერ ოკუპირებული ქართული ტერიტორიებიდან
- აფხაზეთიდან
და ცხინვალის რეგიონიდან მომდინარე საფრთხეებს შეეხო, კერძოდ, ხაზგასმით აღნიშნა იმ საშიშროებების შესახებ, რომლებიც ამ რეგიონებში საერთაშორისო მონიტორინგის არარსებობის გამო დგას. ამ საფრთხეების თავიდან ასაცილებლად, საქართველოს პრეზიდენტმა მსოფლიო ლიდერებს საერთაშორისო მექანიზმების უფრო აქტიურად ამოქმედებისკენ მოუწოდა“ - აღნიშნულია პრეზიდენტის პირად გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
პრეზიდენტ
მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქის პირად გვერდზე გამოქვეყნდა ფოტო მასალაც, რომელიც სეულში ქვეყნის პირველი პირის შეხვედრებს ასახავს.
საქართველოს
პრეზიდენტი
სეულში ბირთვული უსაფრთხოების სამიტსა და პლენარულ სესიაში იღებს მონაწილეობას. სამიტის ფარგლებში მიხეილ სააკაშვილმა ორმხრივი შეხვედრები გამართა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, სამხრეთ კორეაში, ოფიციალურად გაიხსნა ბირთვული სამიტი, რომელსაც 54 ქვეყნიდან მიწვეული დელეგატი ესწრება.
Internet.ge