პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ დღეს, ონში ახალი სასტუმრო გახსნა და საკურორტო სეზონიც გახსნილად გამოაცხადა.
პარლამენტის
პრესსამსახურის ინფორმაციით, სპიკერი ონის რაიონის სოფელ სორის მოსახლეობას შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო.
მათი
ინფორმაციით, ადგილობრივმა მოსახლეობამ სპიკერს სასმელი წყლის, გარე განათების, გაზიფიცირების პრობლემის მოგვარება და სტადიონის კეთილმოწყობა სთხოვა.
დავით
ბაქრაძე მოსახლეობას დაჰპირდა, რომ ონის რაიონში გაზიფიცირების სამუშაოები უახლოეს პეროდში დასრულდება.
ამას
გარდა, მოსახლეობა დაინტერესდა ეკოლოგიურად რამდენად უსაფრთხოა „რიცეულჰესის“ და „ლუხუნჰესის“ მშენებლობა,
რაზეც სპიკერმა განმარტება გააკეთა და განაცხადა, რომ აღნიშნული საკითხი დეტალურად არის შესწავლილი და ეკოლოგიური საფრთხე არ
არსებობს.
Internet.ge